ახალი ამბები

სურამში საბავშვო ბაღი აშენდება 

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი აშენდება. 

ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, საბავშვო ბაღის მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. 

საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად და მშენებლობისთვის 4 500 000 ლარია გათვალისიწინებული. 

სამუშაოების დასრულების ვადაა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვე. 

დატოვეთ კომენტარი