ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი აშენდება.
ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, საბავშვო ბაღის მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა.
საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად და მშენებლობისთვის 4 500 000 ლარია გათვალისიწინებული.
სამუშაოების დასრულების ვადაა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვე.
დატოვეთ კომენტარი