გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტსა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში გლოვაა, – უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები, დავით ქუჩუკიანი და მიხეილ მაზანაშვილი მშობლიური სოფლების სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
დაღუპული ჯარისკაცების სახლებში, დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. ახლობლების თქმით, მათ სამძიმარზე ხელისუფლების წარმომადგენლები არ ყოფილან.
ინფორმაციისთვის, გმირულად დაღუპული მებრძოლები გამოცდილი სამხედროები იყვნენ, ისინი უკრაინაში, კერძოდ კი ბახმუტში დაეცნენ.
დატოვეთ კომენტარი