გორის მუნიციპალიტეტის მერს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს კიდევ ერთი მრჩეველი ეყოლება, რომელიც კულტურულ და არქეოლოგიურ ობიექტებთან დაკავშირებით კონსულტციას გაუწევს.
აღნიშნულ პოზიციაზე თანამშრომელს შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე აიყვანენ, რომელზე თანხმობაც მერიამ საკურებულოს უკვე სთხოვა, საკრებულო კი დათანხმდა.
მერიის ამ გადაწყვეტილებას ოპოზცია არ დაეთანხმა.
“მერიის იურისტი გვარწმუნებს, რომ მრჩეველის ხელშეკრულებით აყვანა იმიტომ გახდა საჭირო, რომ შტატით აყვანის შემთხვევაში საჯარო მოხელე შეზღუდულია სხვა სამსახურში დასაქმებაში, ამ შემთხვევაში კი პირი, რომელსაც “შეარჩევენ”, სხვაგანაც იმუშავებს, მერიაში უკონკურსოდაც დაინიშნება და ხანდახან შემოგვივლის ხოლმე”, – ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი, ენმ-ს წევრი ანი ბალიაშვილი.
ინფორმაციისთვის, გორის მერს ამჟამად ორი მრჩეველი, ხუთი თანაშემწე და ორი მოადგილე ჰყავს.