გორის მუნიციპალიტეტის მერიამ შენობის კარის დემონტაჟისთვის და ახალი კარის მონტაჟისთვის ტენდერი გამოაცხადა. უწყებამ სამუშაოებისთვის 36 855 ლარი გაითვალისწინა.
სატენდერო პირობების მიხედვით, შემსრულებელმა უნდა მოახდინოს არსებული ალუმინის კარისა და ვიტრაჟის დემონტაჟი, იზოალუმინის ვიტრაჟის მოწყობა ფერადი მინაპაკეტით, ანტიპანიკური სახელურით და შვეიცარით, ფოტოსინთეზური კარის მოწყობა.
სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღე.
დატოვეთ კომენტარი