ძამას ხეობაში ავარია მოხდა, რომლის შედეგადაც მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის, წმ. ილარიონ ქართველის სახელობის მამათა მონასტრის წევრი მორჩილი ნიკოლოზ ავალიანი დაიღუპა.
“მოზაიკას” ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ გვიან ღამით სოფელ ორთუბანთან მოხდა.
მორჩილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიამაც:
“მწუხარებას გამოვთქვამთ მორჩილი ნიკოლოზის გარდაცვალების გამო, თᲐნავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და მთელს ეპარქიას.”
დატოვეთ კომენტარი