გორის მუნიციპალიტეტში სააღდგომო სურსათს 300 -მდე ოჯახი მიიღებს.
მერიის ინფორმაციით, პრუდუქტები სოციალურად დაუცველ და უსახლკარო ოჯახებს კერძო სექტორის მხარდაჭერით დაურიგდებათ.
“ღონისძიება საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობით დაიგეგმა. გორის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ორგანიზაციას, რომელმაც მხარი დაუჭირა მერიის ინიციატივას და აქტიურად ჩაერთო ამ კეთილი საქმის განხორციელებაში”, – გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი.
დატოვეთ კომენტარი