ახალი ამბები

17 აპრილს გორში მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს 

მიცვალებულთა მოხსენიების დღეს გორში უფასო ტრანსპორტი 09:00 – დან 18:00 საათამდე იმოძრავებს, – ინფორმაციას ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. 

“17 აპრილს, ორშაბათს, მოქალაქეები სასაფლაოს მიმართულებით უფასოდ მგზავრობას ქალაქის ყველა უბნიდან შეძლებენ. თითოეულ მარშრუტზე ტრანსპორტი ერთსაათიანი ინტერვალით ივლის. ყველა უბნიდან გამოსული ავტობუსის ბოლო გაჩერების წერტილი სასაფლაოზე არსებული სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორია იქნება”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

ტრანსპორტი ქალაქის მასშტაბით მგზავრებს აიყვანს შემდეგ ლოკაციებზე:

ჭალის დასახლება (გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია);

  • წმინდაწყლის დასახლება (ყიფიანისა და ტყვიავის ქუჩების კვეთა);
  • კომბინატის დასახლება (კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია);
  • ვერხვების დასახლება (მამარდაშვილის მემორიალის მიმდებარე ტერიტორია);
  • სადგურის დასახლება (რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია).
დატოვეთ კომენტარი