ტაშისკარის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა. როგორც “საქართველოს მელიორცია” წერს, პროექტის შედეგად შეფერხების გარშე მოირწყვება ქარელის მუნიციპალიტეტის 10 სოფელი:
- ფცა
- თამარაშენი
- მოხისი
- შაქშაქეთი
- წვერი
- არადეთი
- საღოლაშენი
- ბრეთი
- რუისი
- ურბინისი
“პროექტის ფარგლებში, 240 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მილსადენი ახლით შეიცვალა, რაც ხელს შეუწყობს წყალმომარაგებას და საგრძნობლად შეამცირებს დანაკარგებს. 3800 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის შეფერხების გარეშე მოირწყვება”, – ვკითხულობთ “საქართველოს მელიორაციის” განცხადებაში.
კომპანიის ცნობით, პროექტის ღირებულება 1.1 მლნ ლარი იყო.
დატოვეთ კომენტარი