ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში ახლად დაგებულ გზას ასფალტის ზედა ფენას გადააგებენ, რომლის სისქე 4 სმ. იქნება.
დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ ბრეთში გზის სამუშაოებისთვის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს “სიახლე+”არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც კომპანიასთან შეწყდა ხელშეკრულება და მას სანქცია დაეკისრა.
როგორც ქარელის მერის მოადგილე ამბობს, სამუშაოები მორჩენილი თანხით შესრულდება.
“ახალი რესურსი არ იქნა მოძიებული. 280 ათასი ლარი არ მიეცა აღნიშნულ კომპანიას, რა თანხითაც უნდა მოხდეს გზის ზედა საფარის დაგება”, – გვითხრა ნათია მაწონაძემ.
დოკუმენტაციის მიხედვით, სოფელ ბრეთში გზის ზედა ფენის დაგების სამუშაოებში 280 909 ლარი დაიხარჯება. საერთო ჯამში კი აღნიშნული გზის რეაბილიტაციითვის 709 000 ლარი იყო განსაზღვრული.