ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა თბილისში მე-3 ბინა იყიდა. მან საჯარო რეესტრის ბიუროს საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით, 27 მარტს მიმართა.
ამონაწერიდან ირკვევა, რომ გულიაშვილის ახალი ბინა თბილისში ნაძალადევის რაიონში, სურგულაძის ქუჩაზე მდებარეობს.
გულიაშვილის მიერ, ბოლოს შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ქარელის მერი აღნიშნულის გარდა, თბილისში კიდევ 2 ბინას ფლობს.
- მან 2020 წელს 136 626 ლარად იყიდა 78,8 კვ.მ ბინა თბილისში, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩაზე;
- ხოლო 2008 წელს 28 000 აშშ დოლარად იყიდა 13,3 კვ.მ ბინა თბილისში, გიორგი ჩუბინაშვილის N 77-ში.
გარდა ამისა, გულიაშვილის ოჯახი თბილისში, ჭყონდიდელის ქუჩაზე, ბინასთან ერთად, ფლობს 13,7 კვ.მ ღია ავტოსადგომსაც, რომელიც მეუღლის, მარიამი გულიაშვილ იმერლიშვილის სახელზეა გაფორმებული და ის 2021 წელს 3 500 აშშ დოლარად არის ნაყიდი.
დატოვეთ კომენტარი