ახალი ამბები

სურამში, მდინარე სურამულას ნაპირდამცავი კედლების რეაბილიტაცია მოხდება

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის 2 ქუჩის მიმდებარედ, მდინარე სურამულას ნაპირსამაგრი სამუშაოები იგეგმება. 

ხაშურის მერია პირებს, ნაპირდამცავი კედლები აღმაშენებლის და რუსიას ქუჩების მიმდებარედ შეაკეთოს, რისთვისაც 296 525 ლარია გათვალისწინებული. 

“რუსიას ქუჩის მიმდებარედ, კედლის სარეაბილიტაციო მონაკვეთის საძირკველზე მრავალ ადგილზე აღინიშნება მდინარის კალაპოტის წარეცხვის ნიშნები, რომლის შედეგად საფრთხე ექმნება მთლიანად კედელს. კედლის მნიშვნელოვანი მონაკვეთის ქვეშ ფიქსირდება დიდი გამორეცხვები კედლის საძირკვლის ქვეშ და ეს პროცესი მიმდინარეობს მუდმივად, რადგან წყლის ნაკადი ამჟამად მიედინება საძირკვლის ქვეშ. სავარაუდოდ ეს პროცესი შეიძლება გავრცელდეს მთლიანად კედლის გასწვრივ”, – ასე აღწერს ვითარებას ხაშურის მერია. 

რაც შეეხება, აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარე კედელს, მერიის აღწერით, ჟამად მიმდინარეობს გამოფიტვის და დაშლის პროცესი. 

“ამ პროცესის გამოხატულებაა კედლის ტანის მრავალ ადგილზე წარმოქმნილი ღრმულები და ბეტონის ზედაპირის ნაწილობრივი დაშლა. მრავალ ადგილზე უშუალოდ კედელზე დაშენებულია სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობა. აგრეთვე კედლის რამოდენიმე მონაკვეთზე მიმდინარეობს საძირკვლის გამორეცხვის პროცესი, რაც საფრთხეს უქმნის მის მდგრადობას”.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები