სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, შიდა ქართლში 16 წლამდე ასაკის 19 127 სოციალურად დაუცველია რეგისტრირებული.
სტატისტიკის მიხედვით, სოციალურად დაუცველი არასრულწლოვანთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება. მაგალითისთვის, თუ კი მიმდინარე წლის დასაწყისში ეს რაოდენობა 18 709-ს შეადგენდა, 2 თვეში ეს რიცხვი 418-ით არის გაზრდილი.
შიდა ქართლში, სტატისტიკური მონაცემები შემდეგნაირად ნაწილდება:
- გორის მუნიციპალიტეტი – 8 156;
- ხაშური – 4 375;
- კასპი – 2 608;
- ქარელი – 3 988.
დატოვეთ კომენტარი