კასპის პროფესიული კოლეჯი 4 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსს აცხადებს. საგანმანათლებლო დაწესებულებამ შესაბამისი განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე განათავსა.
კოლეჯში ვაკანტურია შემდეგი პოზიციები:
- ინტეგრირებული ზოგადი მოდულის ,,მეცნიერება და ტექნოლოგიები” – გეოგრაფიის კომპონენტის პროფესიული განათლების მასწავლებელი;
- ინტეგრირებული ზოგადი მოდულის ,,კომუნიკაცია ქართულ ენაზე” პროფესიული განათლების მასწავლებელი;
- ინტეგრირებული ზოგადი მოდულის ,,მეწარმეობის” პროფესიული განათლების მასწავლებელი;
- ინტეგრირებული ზოგადი მოდულის ,,მოქალაქეობის” პროფესიული განათლების მასწავლებელი.
თითოეულ ვაკანტურ პოზიციაზე ანაზღაურებას სსიპ კასპის კოლეჯი არ ასაჯაროებს. განცხადებაში თანამდებობრივი სარგოს კომპონენტში მითითებულია, რომ ხელფასის განსაზღვრა აპლიკანტთან შეთანხმებით მოხდება.
დაინტერესებული პირებისთვის, განცხადების მიღების ბოლო ვადა 19 აპრილია. ინფორმაციისთვის, კასპის კოლეჯი 2020 წლის 25 მარტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნდა.
დატოვეთ კომენტარი