ახალი ამბები

გორში, ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა

პირველად გორში, ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. 

სპორტის სასახლე ძაღლების საერთაშორისო რანგის გამოფენებს „Georgian Spring 2023“- ს და „Golden Cup 2023“- ს, ორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და თანადაფინანსებით, მასპინძლობს. 

პროექტს საქართველოს კინოლოგიური ფედერაცია ახორციელებს.

გამოფენები სპორტის სასახლეში დღეს გაიხსნა და ხვალ 9 აპრილს დაიხურება. ღონისძიება, ორივე დღეს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გრძელდება.

გამოფენებში მონაწილეობას 600 – ზე მეტი ჯიშიანი ძაღლი იღებს, აქედან 360 ძაღლი გორს უცხო ქვეყნებიდან ესტუმრება.

მერიის ინფორმაციით, საერთაშორისო გამოფენაზე გორში მოწვეულნი არიან საერთაშორისო ექსპერტებიც.

“პროექტის მიზანია ძაღლის ჯიშობრივი ხარისხისა და გენოფონდის გაუმჯობესება. გამოფენები, ასევე ,მიზნად ისახავს კინოლოგიის განვითარებაში ჩართული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებას. ძაღლების საერთაშორისო და ეროვნული რანგის გამოფენები ყოველწლიურად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმართება”, – ვკითხულობთ მერიის განცხადებაში.

გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები