ახალი ამბები

გორში, კიკბოქსინგის დარბაზში მოწყობილი საუნიდან ქვიშის საათი მოიპარეს

გორში, კიკბოქსინგის დარბაზში მოწყობილი საუნიდან ქვიშის საათი მოიპარეს.

“მოზაიკას” წყარო უყვება, რომ მწვრთნელმა მოსწავლეები ამის გამო დასაჯა და რამდენმე დღე ვარჯიშზე უარი უთხრა.

“300 დოლარი ღირდა ეგ საათიო, დადექით ეხლა და ფული შეაგროვეთ, იქამდე არ ჩაგიტარებთ გაკვეთილებსო, უთხრა ბავშვებს ვოვა ჯანეზაშვილმა. ჯერ ერთი, რა 300 დოლარი, სტანდარტულ ქვიშის საათზეა საუბარი, რაც ყველა საუნაში არის და მეორეც, რა მიდგომაა ბავშვების მიმართ? ამაზე პასუხი უნდა მოსთხოვოს ვინმემ”, – უთხრა “მოზაიკას” ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა.

“მოზაიკა” ამ საკითხზე ვოვა ჯანეზაშვილსაც დაუკავშირდა, რომელმაც ტელეფონის გათიშვამდე გვითხრა:

“ვინ გითხრათ, ის მითხარით და დაკითხვებს ნუ მიწყობთ”.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები