გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, ხიდისთავში, კოშკებში და გორში, ფურცელაძის ქუჩის ჩიხის რკინა-ბეტონის გზების მოწყობის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა. სამუშაოებისთვის 1 068 790 ლარია გათვალისწინებული.
პროექტის მიხედვით დაგეგმილია:
- გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია;
- გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში სასაფლაოსთან მისასვლელი გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები;
- გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკებში მე-5 ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები;
- გორში რკინიგზის სადგურის დასახლებაში ფურცელაძის ქუჩის ჩიხის სარეაბილიტაციო სამუშაოები;
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშოები უნდა შეასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში.
დატოვეთ კომენტარი