ხაშურის მუნიციპალიტეტის სამ საბავშო ბაღში პანდუსები მოეწყობა. საუბარია N4, N5, N6 საბავშvო ბაღებზე.
ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე ხაშურის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა განაცხადა.
“ხაშურის 18 საბავშო ბაღიდან ადაპტირებული 3 არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე არ გვყვავს არც აღსაზრდელი და არც თანამშრომელი შეზღუდული შესაძლებლობის, ეს არ გამორიცხავს ფაქტს, რომ 1 თვეში შეიძლება ამის საჭიროება არ დადგეს. გარდა ამისა, იწყება საბავშო ბაღების ავტორიზაციის პროცესი და ერთ ერთი მოთხოვნა სწორედ ის არის, რომ საბავშო ბაღები ადაპტირებული იყოს. ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ”, – განმარტა ლელა გელაშვილმა.
გელაშვილის განცხადებას ხაშურის მერიის ადმინისრაციის სამსახურის ხელძღვანელი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი მერიის შესაბამის სამსახურს უკვე გადაეცა. დავით კიკნაძის თქმით, საბავშვო ბაღების ადპტირება უახლოეს პერიოდში მოხდება.