ახალი ამბები

ხაშურელ სპორტსმენებს ტრანსპორტირებისთვის მერიამ მიკროავტობუსი გამოუყო

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ მის დაქვემდებარებაში მყოფ ერთ-ერთ ა(ა)იპ-ის ახალი ავტომანქანა გადასცა. 

მერიის გადაწყვეტილებით, WOLKSVAGEN CRAFTER-ით სასპორტო გაერთიანება ისარგებლებს.

“აღნიშნული ავტომობილი გადმოგვეცა სახელმწიფოს სპეციალური დაცვის სამსახურისგან.  აღნიშნული მანქანა კი ამ ეტაპზე გამოყენებული იქნება ჩვენი სპორტსმენების ტრანსპორტირებისთვის შეჯიბრებებზე და ღონისძიებებზე დასასწრებად, რაც ბიუჯეტიდან თანხების დაზოგვის საშუალებას მოგვცემს. ასევე ველოდებით, რომ წლის ბოლოს კიდევ ერთ ავტომობილს გადავცემთ სკოლას”, – განაცხადა ხაშურის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა სერგო ლალიაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი