ახალი ამბები

შავშვების N2 ბაღმა სოციალურად დაუცველ ოჯახს პროდუქტი და ჰიგიენის ნივთები მიუტანა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების N2 საბავშვო ბაღმა სოციალურად დაუცველ ოჯახს პროდუქტი და ჰიგიენის ნივთები მიუტანა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბაღის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ქველმოქმედებაში მონაწილეობა აღსაზრდელთა მშობლებმაც მიიღეს.

“შავშვების მე-2 ბაგა-ბაღის კოლექტივმა და მშობლებმა ხარების დღესასწაული მივულოცეთ და გავახარეთ ჩვენი ბაღის ყოფილი აღსაზრდელის, სოციალურად დაუცველი ოჯახი. გადავეცით ყოველდღიური მოხმარების საგნები და პროდუქტი”, – წერს ბაღის ადმინისტრაცია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.