ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში დვანსა და ურბნისში საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების დემონტაჟისთვის ტენდერი გამოცხადდა. სამუშაოებისთვის საერთო ჯამში 81 147 ლარია გათვალისწინებული.
- სოფელ დვანის საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის სამუშაოები ღირებულებით არაუმეტეს 67147 ლარი. სამუშაოების განსახორციელებელი ვადა 42 კალენდარული დღე.
- სოფელ ურბნისის საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის სამუშაოები ღირებულებით არაუმეტეს 14 000 ლარი, სამუშაოების განსახორციელებელი ვადა 14 კალენდარული დღე.
სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 56 (ორმოცდათექვსმეტი) კალენდარული დღე.
დატოვეთ კომენტარი