სონია გეჯაძის ოჯახს უფლისციხეში საცხოვრებელი კოტეჯი გადაეცა, – ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, სონია გეჯაძე ოჯახი ბოლო შვიდი წელი მერიის ქირავნობის პროგრამით სარგებლობდა.
“სონია გეჯაძემ მერიის ქირავნობის პროგრამით სარგებლობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც იმ შენობაში დარჩენამ სადაც წლების განმავლობაში შვილთან ერთად ცხოვრობდა, ავარიული მდგომარეობის გამო საფრთხე შეუქმნა დედა-შვილის ჯანმრთელობას”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წელს, საცხოვრებელ კოტეჯს კიდევ სამ ოჯახს გადასცემენ.
დატოვეთ კომენტარი