6 აპრილს, ჯგუფი “გორდელა” ვარიანში კონცერტს გამართავს.
გორის მერიის ინფორმაციით, კონცერტი იაკობ გოგებაშვილის სახლ – მუზეუმის მიმდებარედ 16 საათზე დაიწყება.
ღონისძიება პროექტის “ჩემი სიმღერა ჩემს სოფელში” ფარგლებში იმართება და მისი მხარდამჭერი კულტურის სამინისტროა.
დატოვეთ კომენტარი