ბებნისის საჯარო სკოლა სააღდგომო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას 10 აპრილს გამართავს.
სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებიდან შესული თანხით სკოლის სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს დაეხმარებიან.
“ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება მოსწავლეთა მიერ შექმნილი ნახატები, ხელნაკეთი ნივთები. ასევე წარმოდგენილი იქნება ჩვენი მოსწავლეების მიერ დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა პლასტელინი”, – განმარტავს სკოლის ადმინისტრაცია.
ღონისძიება მოსწავლეთა თვითმართველობის, ხელოვნების პედაგოგ ჟანა გიგუაშვილის დასამოქალაქო განათლების პედაგოგ მაია მაჭარაშვილის ორგანიზებით იმართება.
დატოვეთ კომენტარი