წრომის საბავშო ბაღის ბაზაზე “მომავლის კლუბი” შეიქმნა, რომლის მიზანია მშობლებსა და სააღამზდელო დაწესებულებას შორის ეფექტიანი ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბება.
როგორც ხაშურის ბაღების გაერთიანების უფროსი ამბობს, ეს მიდგომა ინოვაციაა და რეგიონში ანალოგიური კლუბი ჯერ არ არსებობს.
“მომავლის კლუბის” ჩამოყალიბება ინოვაციაა რეგიონში და ის პირველად ხაშურის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა. ეს არის ბაღის თანამშრომლების, მშობლების და ბავშვების გაერთიანება. კლუბს სულ 23 წევრი ჰყავს”, – აღნიშნა ლელა გელაშვილმა.
მისი თქმით, კლუბმა ოჯახი, თემი და საბავშვო ბაღი ერთმანეთის მხარდაჭერებად უნდა აქციოს და ისინი გააძლიეროს.
“იმედია “მომავლის კლუბი” ამ გაერთიანებით მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის აღსაზრდელთა განათლების და ჩამოყალიბების პროცესში. რაიონს სჭირდება ძლიერი, განათლებული, საუკეთესო მომავლისკენ ორიენტირებული საზოგადოება და თემი”.