ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამის ხეობაში, ტყემლოვანამდე გარეგანათების მოწყობა იგეგმება, – ამის შესახებ კეხიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა მამუკა კოკოზაშვილმა საკრებუკლოს სხდომაზე ისაუბრა.
“სამი დღეა, რაც აზომეს ის ადგილები, სადაც გარეგანათების სისტემა არ არის დამონტაჟებული. როგორც მითხრეს, ყველგან მოხდება ლამპიონების დაყენება, სადაც ცარიელი ადგილები სოფელ ტყემლოვანამდე”, – თქვა მამუკა კოკოზაშვილმა.
დატოვეთ კომენტარი