ქარელში ცენტრალურ ქუჩაზე ნაგვის ურნების ნაწილი მანქანის სავალ ნაწილზე დგას, – ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე ენმ-ის წევრმა თემურ ხოსრუაშვილმა ისაუბრა.
“ამის გამო, ხშირია ავტომობილების შეჯახების ფაქტებიც. ჩვენი თხოვნა იქნება, კეთილმოწყობის სამსახურის მიმართ, მერიასთან ერთად, რომ იქნებ იმსჯელოს ამ საკითხზე და სპეციალური ადგილები იქნეს გამოყოფილი ნაგვის ურნებისთვის და იქ მოხდეს მათი განლაგება”, – თქვა თემურ ხოსრუაშვილმა.
ქარელის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ვითარების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება ინფორმირებულია.
“ჩემი ინფორმაციით, უნდა მოხდეს სპეციალური ადგილებზე ბეტონის გამოყოფა. იქ უნდა მოხდეს ამ ურნების განლაგება. აღნიშნული ფაქტების შესახებ ინფორმირებულები ვართ. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ურნების დაცლის შემდეგ, მუშა გზაზე ტოვებს ამ ურნებს. სპეციალური ადგილების გამოყოფით მუშასაც გაუადვილდება მუშაობა”, – აღნიშნა ჯუმბერ შუბითიძემ.