სტატიები

აღდგება თუ არა კულტურის სახლების მუშაობა კეხიჯვარსა და ბრეთში – მსჯელობა საკრებულოზე

სოფლებში მდებარე კულტურის სახლების მუშაობის აღდგენის საკითხი მსჯელობის ერთ-ერთი საგანი იყო ქარელის საკრებულოს ბოლო სხდომაზე. 

ოპოზიციონერი დეპუტატი მათი აღდგენის ინიციატივით გამოვიდა. როგორც ბაქრაძე ამბობს, სოფლების კულტურული განვითარებისთვის ეს სწორი ნაბიჯი იქნება. 

“კეხიჯვარში და ბრეთში იყო შესანიშნავი კულტურის სახლები, რომლებიც დღეს სავალალო მდგომარეობაში არიან. შემოვდივარ ინიციატივით, რომ აღდგეს ეს სახლები. მათი აღდგენა  გააცოცხლებს სოფელს. არიან სოფლად ისეთი ახალგაზრდები, რომლებსაც არ აქვთ იმის საშუალება,რომ ყოველდღე ქარელში იარონ”, – განაცხადა ბაქრაძემ.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, მან კულტურის სამსახურის უფროსად მუშაობის პერიოდში, ამ ინიაციატივით სამინისტროსაც მიმართა. 

“ჩემი კულტურის სამსახურის უფროსობის დროს, ეს საკუთხი სამინისტროსთან სამჯერ დავაყენე, თუმცა სხვადასხვა პრობლემების გამო, მათი აღდგენა ვერ მოხერხდა. კულტურის სახლების აღდგენით გამოცოცხდება როგორც ძამის ხეობის მხარე, ასევე ფრონეს ხეობაც”, – განაცხადა ბაქრაძემ. 

მისი ინიაციტივის პასუხად, საკრებულოს თავმჯდომარემ მოსალოდნელ საბიუჯეტო ხარჯებზე გაამახვილა ყურადღება. 

“რაც შეეხება კულტურის სახლების აღდგენას, თუნდაც კეხიჯვარში, შენც კარგად იცი, რომ ეს ყველაფერი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. წარმოიდგინეთ, რომ 15 მოსწავლზე 30 მასწავლებელი რომ მოდიოდეს, ასეთი ვითარება იქნება. ეს ყველაფერი გასათვლისწინებელია, სახელმწიფო არ მოგვცემს იმის უფლებას, რომ ფული ასე ვხარჯოთ”, – განაცხადა შუბითიძემ.

საკრებულოს თავმჯდომარის სიტყვებით, “ბავშვების ქალაქში ჩამოყვანა უფრო იაფი ჯდება, ვიდრე სოფლებში კულტურის სახლების ამუშავება.”

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი