ქარელის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ახალგაზრდული საბჭოს იდეა აქვს. საკუთარ ინიციატივა ვასიკო ბაქრაძემ საკრებულოს წევრებს უკვე გააცნო.
“ახალგაზრდული საბჭოს მიზანი არის, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები, როგორც სოფლად, ასევე ქალაქად მეტ-ნაკლებად ჩართულები იყვნენ მუნიციპალიტეტის ჩხოვრებაში. ამიტომ შემოვდივარ წინადადებით, რომ ახალგაზრდული საბჭო შევქმნათ”, – განაცხადა სხდომაზე პარტიის “საქართველოსთვის” წევრმა, ვასიკო ბაქრაძემ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საბჭოში გაწევრიანდნენ ის ახალგაზრდები, რომლებსაც გარემოს უკეთესობისკენ შეცვლა და ხელისუფლების გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა სურთ.
“საბჭო მაქსიმალურად იქნება დაზღვეული, რომ იქ არ იყვნენ პოლიტიკურად მოტივირებული ახალგაზრდები, მაქსიმალურად იყვნენ გათვითცნობიერებულები, როგორც მუნიციპალიტეტის პრობლემებზე, ასევე ქვეყნის მასშტაბით არსებულ ვითარებაზე, რა გამოწვევების წინაშე დგანან დღეს ახალგაზრდები და როგორ ხედავენ ისინი ამ პრობლემის მოგვარების გზებს”, – განმარტა ბაქრაძემ.
მისი ინიციატივით პასუხად, ქარელის საკრებულოს თავმჯდომარემ
ქარელის საკრებულოს თავჯდომარემ ჯუმბერ შუბითიძემ ამ ინიციატივას გამოეხმაურა და განმარტა:-
“მივესალმები თქვენ ინიციატივას, თუმცა ამავე დროს მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ ყველანირად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს და ყველა გზებს ვიყენებთ, რომ სოფლად მყოფი ახალგაზრდები დავაკავშიროთ ქალაქთან”, – აღნიშნა ჯუმბერ შუბითიძემ.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ, საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, ის საკუთარი ინიციატივად დაამუშავებს და საკრებულოს ოფიციალურად წარუდგენს.