ხაშურში სპეციალურმა კომისიამ, რომელსაც მერი თენგიზ ჩიტიაშვილი ხელმძღვანელობს დიმიტრი ყიფიანის ბიუსტის განთავსების შესახებ იმსჯელა, – ინფორმაციას ხაშურის მერია ავრცელებს.
“კომისიის წევრები გაეცნენ ბიუსტის ესკიზს, რის შემდგომაც დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერში ბიუსტის განთავსების სავარაუდო ადგილიც მოინახულეს. აღსანიშნავია, რომ კომისიის საქმიანობაში მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების, ხაშურის სამუზეუმო გაერთიანებისა და სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად ჩართულნი არიან დიმიტრი ყიფიანის შთამომავლები”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
დატოვეთ კომენტარი