გორში, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულმა ლეგიონმა გამოაცხადა მიღება სამხედრო-სალაშქრო მომზადების კურსზე. კურსები 23 აპრილიდან დაიწყება. მონაწილეობა 14 წლიდან ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ.
“კურსი გაგრძელდება 2 თვე (7 თემატური კვირეული). თეორიები ჩატარდება პარასკევს, ხოლო 8 საველე გასვლა შაბათს, ან კვირას. ღირებულება: უფასო. ჩვენი კურსები გაიარა 1500-ზე მეტმა ახალგაზრდამ და არ დაფიქსირებულა მძიმე დაზიანების, ან ჩხუბის არცერთი შემთხვევა”, – ამბობენ ლეგიონის დამფუძვნებლები.
მსურველებს შეუძლიათ შეავსონ ონლაინ ანკეტა: კანდიდატის ელექტრონული ანკეტა – გორი
ლეგიონის ოფიციალური პარტნიორია თავდაცვის სამინისტრო.
დატოვეთ კომენტარი