ახალი ამბები

ტინისხიდის, ხურვალთის და გორის N10 სკოლები მსოფლიოს გამარჯვებულ ეკოსკოლებს შორისაა

გორის მუნიციპალიტეტის 3 საჯარო სკოლა მსოფლიოს გამარჯვებულ ეკოსკოლებს შორისაა. კერძოდ, ტინისხიდის, ხურვალთის და გორის #10 საჯარო სკოლები მსოფლიოს 60 სკოლას შორის მოხვდნენ. 

“მთელი მსოფლიოდან საუკეთესო 60 განაცხადს შორის 19 პროექტი საქართველოდანაა, მათ შორის არის ხურვალეთის, ტინისხიდის და გორის #10 საჯარო სკოლები. ცოტა ხნის წინ ჩვენმა პარტნიორმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, გარემოსდაცვითი განათლების ფონდმა (FEE), საგანმანათლებლო გრანტების კონკურსი გამოაცხადა წრიული ეკონომიკის პროექტებისთვის.კონკურსში მთელი მსოფლიოდან 100 – ზე მეტი განაცხადი შევიდა და მათგან საუკეთესო სამოცი შეირჩა. გვიხარია, რომ გამარჯვებულ პროექტებს შორის, ყველაზე მეტი – 19 პროექტი საქართველოდანაა”, – ვკითხულობთ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის განცხადებაში. 

დატოვეთ კომენტარი