ახალი ამბები

გორში, სტალინის ბაღის მიმდებარედ დროშის აღსამართად 70 000 ლარი დაიხარჯება 

გორში, სტალინის სახლ-მუზეუმის ბაღის მიმდებარედ დროშის აღსამართად ტენდერი გამოცხადდა. სამუშაოსთვის გორის მერიამ 70 000 ლარი გაითვალისწინა. 

პროექტის მიხედვით, დაგეგმილია 40 მეტრიანი გალვანიზირებული სადროშე ბოძის მონტაჟი დეტალებით, 360 გრადუსით უმაღლეს წერტილში მბრუნავი სისტემით, ფოლადის თოკით (ბაგირი), ფლაგმანის ფირფიტის საფარით, დროშის დამჭიმით,  დროშის დამაფიქსირებელელუ სამაგრი ანკერებით და მაფრთხილებელი შუქურით. 

“საქართველოს დროშა სტალინის ბაღის სამხრეთ ნაწილში, დიდების მუზეუმის სიახლოვეს აღიმართება”, – ამის შესახებ “მოზაიკას” გორის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში დაასრულოს. 

დატოვეთ კომენტარი