სტატიები

წლის დასაწყისში შეძენილი 7 ავტომობილი – რა თანხა დახარჯეს შიდა ქართლის მერიებმა 

გორის, ქარელისა და ხაშურის მერიებმა 2023 წლის დასაწყიში 7 ავტომობილი იყიდეს, რომელთა საერთო ღირებულებამ 311 912 ლარი შეადგინა. 

ქარელის მერია

136 544 ლარი ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ კომპანი კია საქართველოსთან, რომლისგანაც 2 ავტომობილი შეიძინა. თითოელი ავტომობილი ფასი 68 272 ლარია. 

მეორე კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილები ქარელის მერიას ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 დღეში უნდა მიეწოდოს. აღსანიშნავია, რომ ავტომობილები 2023 წელსაა გამოშვებული, მარცხენა საჭით. 

“მოზაიკა” შეეცადა გაერკვია, ძვირადღირებული ავტომობილების შეძენის მიზეზი. ქარელის მერიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ავტომანქანები “საჭირო იყო და იმიტომ იყიდეს”. 

“ალბათ საჭირო იყო მერიისთვის და იმიტომ. შეგიძლითა წერილობით მოგვმართოთ და გიპასუხებთ”, – გვითხრეს ქარელის მერიაში. 

გორის მერია

4 ავტომობილის შესაძენად გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 139 896 ღირებულების ხელშეკრულება გაუფრომა კომპანიას “სტრადა მოტორსი”. თითოეული ავტომობილის ფასი 34 974 ლარია. 

“ავტომობილები ახლად შექმნილი მუნიციპალური ა(ა)იპ-ისთვის შევიძინეთ”, – გვითხრეს გორის მერიაში.

ხაშურის მერია

კომპანია სტრადა მოტორსისგან შეიძინა ერთი ავტომობილი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამაც. რომელის სახელშეკრულებო ღირებულება 38 472 ლარიას. მერიას ავანსის სახით 19 236 ლარი უკვე გადაიხადა. 

კასპის მერია

რაც შეეხება კასპის მერიას, უწყებამ ბოლოს ავტომობილი გასული წლის თებერვალში შეიძინა, რომელშიც 53 400 ლარი გადაიხადა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.