ახალი ამბები

“ღობეც შეიცვლება” – ხაშურის მერია ცენტრალური პარკის რეაბილიტაციაზე

“არ დარჩება ძველი ღობე”, – ასე პასუხობს ხაშურის მერია იმ მოქალაქეებს, რომლებმაც სოციალურ ქსელში ცენტრალური პარჯის რეაბილიტაციის პროექტის მიმართ შენიშვნები გამოთქვეს. 

მოქალაქეთა ნაწილის ინფორმაციით, ხაშურის მერია ღობის შეცვლას არ აპირებდა, თუმცა როგორც ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, დემონტაჟის შემდეგ, სივრცე სრულად განახლდება. 

“არ დარჩება ძველი ღობე, განხილვაშია, როგორ გაკეთდება ახალი. ესეც იმ თანხაში მოხდება, რომელიც გამოყოფილია სკვერის რეაბილიტაციისთვის”, – გვითხრეს ხაშურის მერიაში. 

ამავე თემაზე: როგორი იქნება ხაშურში, ტაბიტიძის ქუჩაზე მდებარე სკვერი რეაბილიტაციის შემდეგ – ფოტოები

ინფორმაციისთვის, სკვერის რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 1 235 000 ლარის დახარჯვა იგეგმება. 

დატოვეთ კომენტარი