ახალი ამბები

ქარელის მერმა გადაწვიტა გაასხვისოს ავტოსადგური, რომელიც გაარემონტეს და ვერ აამუშავეს

ქარელის მერია ავტოსადგურის იჯარით გასხვისებას გეგმავს. 6 წლის წინ რეაბილიტირებული შენობის გასხვისებისთვის, აუქციონის გამოცხადების უფლებისთვის ქარელის მერმა საკრებულოს უკვე მიმართა. 

როგორც ზაზა გულიაშვილის მიმართვიდან ვიგებთ, ქარელში ცაბაძის ქუჩაზე მდებარე ავტოსადგურის გასხვისება 10 წლის ვადით იგეგმება. 

შეგახსენებთ, რომ ეს ის შენობაა, რომლის რეაბილიტაციისთვისაც, 2016 წელს ქარელის ბიუჯეტიდან 133 333 ლარი დაიხარჯა. მაშინ ზაზა გულიაშვილი ამბობდა, რომ შენობა სარეაბილიტაციო იყო. რემონტის შემდეგ, წლები ისე გავიდა, რომ ავტოსადგურმა ფუნქციონირება ვერ დაიწყო. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი