გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ხელფასები, პოზიციების მიხედვით, 298 ლარიდან 980 ლარამდე მერყეობს.
გორის მერიისგან მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ადგილობრივ ბაღებში 9 პოზიცია არსებობს:
- დირექტორი, მნე, პირველი ცვლის აღმზრდელი, მეორე ცვლის აღმზრდელი, აღმზრდელის თანაშემწე (ძიძა), მუსიკის მასწავლებელი, მედდა, მზარეული და დარაჯი.
მათგან ნაწილის ხელფასი ყველა ბაღში იდენტურია, ნაწილის კი ბავშვების კონტიგენტის მიხედვით იცვლება.
მაგალითად, გორის ბაღებში იდენტური, ფიქსირებული ხელფასები აქვთ შემდეგ პოზიციებზე მომუშავე ადამიანებს:
- პირველი ცვლის აღმზრდელი: 650 ლარი;
- მეორე ცვლის აღმზრდელი: 380 ლარი;
- აღმზრდელის თანაშემწე: 540 ლარი;
ბაღების მიხედვით, განსხვავებული ხელფასებია შემდეგ პოზიციებზე:
- დირექტორი: 705 ლარიდან 980 ლარამდე;
- მნე: 540 ლარიდან 760 ლარამდე;
- მუსიკის მასწავლებელი: 298 ლარიდან 545 ლარამდე;
- მედდა: 375 ლარიდან 540 ლარამდე;
- მზარეული: 430 ლარიდან 595 ლარამდე;
- დარაჯი: 375 ლარიდან 540 ლარამდე.
შეგახსენებთ, რომ ბაღის თანამშრომლებს ხელფასები 2023 წლიდან გაეზარდათ.
დატოვეთ კომენტარი