ახალი ამბები

თურქეთში მყოფ გორელ ქალს მკურნალობის გასაგრძელებლად 2500 დოლარი სჭირდება

თურქეთში მყოფ გორელ ქალს მკურნალობის გასაგრძელებლად 2500 დოლარი სჭირდება. მარგო პავლიაშვილის თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში თვეზე მეტია სიმსივნეს ებრძვის. მას უკვე ჩაუტარდა ქიმიოთერაპიის ორი კურსი. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მარგოს კიდევ ერთი კურსი ესაჭიროება, რომელიც 2500 დოლარი ჯდება.

თანხის შესაგროვებლად ახლობლები საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ.

“ორი ქიმია უკვე ჩაუტარდა, ისე აღარაა როგორც აქამდე იყი, სიცხეებიც აღარ აქვს. ახლა მესამე ქიმია უნდა დაუწყონ, რომელიც 2500 დოლარი ჯდება, ახლა ამ თანხას უნდა მოვუყაროთ თავი და ამის მერე ჩაუტარებენ პედკატეს. მთლიან სხეულს დაუთვალიერებენ და დაზუსტებით გვეტყვიან, გამოიღო თუ არა შედეგი მკურნალობამ, რა მდგომარეობაა და რა იქნება შემდეგი ნაბიჯი”, – ამბობს მეგი პავლიაშვილი

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშის ნომერზე: 

GE83BG0000000541495511

მიმღები:მადონა პავლიაშვილი

დატოვეთ კომენტარი