ახალი ამბები

“ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის შემადგენელია” – დევიდ ქუერი გორში ყოფნისას

“ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის მნიშვნელოვანი შემადგენელია”, – განაცხადა ნატოში გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელმა დღეს, გორში ყოფნისას. 

დევიდ ქუერის ტქმით, ნებისმიერ საზოგადოებას სჭირდება რეფორმირება წინსვლისა და გაძლიერებისთვის. 

“ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი და არც 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების პროცესში ვართ ჩართულები, თუმცა ჩვენ საქართველოში დემოკრატიის განვითარების ძლიერი მხარდამჭერები ვართ. გვწამს, რომ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის მნიშვნელოვანი შემადგენელია. ნებისმიერ საზოგადოებას სჭირდება რეფორმირება და უნდა გატარდეს რეფორები იმისთვის, რომ შეუერთდეს ნატოს, სწორედ ამაზე ვსაუბრობთ”, – აცხადებს გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელი ნატოში დევიდ ქუერი.

მასთან ერთად, დღეს გორში იმყოფებოდნენ ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი და რუმინეთის მუდმივი წარმომადგენელი ნატოში დენ ნეკალაესკუ.

ისინი ერისთავის თეატრის ეზოში გამართულ იმ ღონისძიებას დაესწრნენ, რომლის ფარგლებშიც აღინიშნება ნატოსა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩოებად არჩევა ორი წლის ვადით.

საკონტაქტო საელჩოების ქსელი 90-იანი წლების დასაწყისში დაარსდა, როგორც ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მხარდაჭერის ფორმა. ამ პერიოდის განმავლობაში მოხდება სხვადასხვა პროექტის განხორციელება საქარველოში. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.