ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმები. რაც ნიშნავს იმას, რომ ველოდებით მედიის გაუმჯობესებას თავისუფლების კუთხით, – განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა დღეს, გორში ყოფნისას.
მარკ კლეიტონის თქმით, “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას არ ემსახურებოდა,
“ველოდებით მედიის გაუმჯობესებას თავისუფლების კუთხით. რომ იყოს დაცული საზოგადოების აზრის გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ მკაფიოდ გამოვხატეთ პოზიცია უცხოელი აგენტების კანონთან დაკავშირებით, ვფიქრობთ რომ ეს არ იყო სწორი გზა წინსვლისთვის. არაერთხელ ვთქვით, რომ ამ კანონის მიღება საფრთხის ქვეშ დააყენებდა საქართველოსა და ბრიტანეთის თანამშრომლობას. სამოქალაქო და საზოგადობრივი ორგანიზაციები, ისევე როგორც დღეს საკონტაქტო საელჩო, გამოცხადდებოდნენ უცხოურ აგენტებად”, – განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონი.
მასთან ერთად, დღეს გორში იმყოფებოდნენ დევიდ ქუერი, გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელი ნატოში და დენ ნეკალაესკუ, რუმინეთის მუდმივი წარმომადგენელი ნატოში.
ისინი ერისთავის თეატრის ეზოში გამართულ იმ ღონისძიებას დაესწრნენ, რომლის ფარგლებშიც აღინიშნება ნატოსა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩოებად არჩევა ორი წლის ვადით.
საკონტაქტო საელჩოების ქსელი 90-იანი წლების დასაწყისში დაარსდა, როგორც ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მხარდაჭერის ფორმა. ამ პერიოდის განმავლობაში მოხდება სხვადასხვა პროექტის განხორციელება საქარველოში.