გორში საცხვორებელი კორპუსების ეზოების რეაბილიტაციისთვის ტედერი გამოცხადდა. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სამუშაოებისთვის 2 061 606 ლარი გაითვალისწინა.
პროექტის მიხედვით დაგეგმილია, ეზოების ძველი საფარის მოშლა, მიწისქვეშა გაყვანილობების გამოცვლა და ახალი საფარის გაკეთება.
სატენდერო პირობების მიხედვით, სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან ეტაპობრივად 2023 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.
დატოვეთ კომენტარი