ქარელის მერია წითელსოფელში, ურბნისსა და ელბაქიანთკარში სასმელი წყლის ჭების მოწყობას, გვერძინეთში კი სასმელი ჭების დაღრმავებას გეგმავს.
სამუშაოებისთვის გათვალისწინებული 29 750 ლარი შემდეგნაირად ნაწილდება:
- წითელსოფელში სასმელი წყლის ჭის მოწყობისთვის გათვალისწინებულია 10 000 ლარი;
- ურბნისში სასმელი წყლის ჭის მოწყობისთვის განსაზღვრულია 12 520 ლარი.
- ელბაქიანთკარში სასმელი წყლის მოწყობისთვის გათვალისწინებულია 4 492 ლარი.
- გვერძინეთში ჭების დაღრმავებისთვის განსაზღვრულია 2 738 ლარი.
დატოვეთ კომენტარი