ახალი ამბები

ბრეთში მომხდარი ავარიის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა 

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში.

“მოზაიკას” ინფორმაციით, ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. დაშავებულების დასახმარებლად, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. 

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

გვანცა დოლუაშვილი

გვანცა დოლუაშვილი

გვანცა არის "მოზაიკას" დირექტორი და მთავარი რედაქტორი.