ხაშურის მუნიციპალიტეტის 24 სოფელს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. აღნიშნული ინფორმაცია “მოზაიკას” მერიიდან მიაწოდეს.
უწყების ცნობით აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობა სეზონურად ცხოვრობს.
“აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობა ცხოვრობს, მხოლოდ სეზონურად, საფხულის პერიოდში”, – განმარტავენ უწყებაში.
“მოზაიკა” გთავაზობთ, სოფლების ჩამონათვალს, სადაც ბუნებრივი არ არის:
- თაგვეთი;
- იმერლიანთკარი;
- რბონა;
- დამჩხეულა;
- დიდი ხალები;
- პატარა ხალები;
- კრისხევი;
- დიდი ხავლეთი;
- დიდი ყელეთი;
- პატარა ყელეთი;
- სარტყელა;
- ღვრიაწყალი;
- კოდისწყარო;
- დიდი თხილნარა;
- პატარა თხილნარა;
- ღართა;
- ნადარბაზევი;
- ქაშვეთი;
- ყობი;
- ალექსანდროს წყარო;
- ჯვართმუხა;
- ღუდა;
- ღანძილები;
- ნარუჯები.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული სოფლები შედის იმ ჩამონათვალში, რომელიც დაცლის პირასაა.
დატოვეთ კომენტარი