კასპის მერიამ სააკაძის ქუჩის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რომელსაც მოსახლოების გამოხმაურება მოჰყვა. კასპელები ადგილობრივ ხელისუფლებას ქალაქში არსებული დაზიანებული გზების მოწესრიგებას სთხოვენ და ამბობენ, რომ ზოგიერთ უბანში ავტომობილით გადაადგილებაც კი უჭირთ.
“წერეთლის ქუჩააზეე ბოლო შემოსახვევმა რა დაგიშავააათ? ყველგან აგებთ და ეს პატარა გზაა რა გახდა”, – წერს ხატია ბალხამიშვილი.
“იმედია ამ წელში მაინც მიახწევენ კოლხეთამდე და წყლის პრობლემასაც მოაგვარებენ”, – წერს ნინი კსოვრელი.
მერიის ინფორმაციით, სააკაძის ქუჩა რეაბილიტაციის შემდეგ, ჩოლოყაშვილის ქუჩას დაუკავშირდება და მოსახლეობა განახლებული ქუჩით მალე ისარგებლებს. თუმცა ადგილობრივები მერიას ახლომდებარე ქუჩების დროულად მოწესრიგებას სთხოვენ.
“ძალიან კარგია და სასიხარულო მაგრამ იქნებ ერთხელ ცოტა ზემოთაც ამოიაროთ მთელი ზამთარია მანქანას სხვის ეზოში ვაჩერებ სახლამდე ვერ მივდივარ ისეთი გზაა”, – წერს თოკა თაგვიაშვილი.
“დაპირებული, დამტკიცებული,დაფინანსებული ლავრისხევის გზის გაკეთება რატო გაუქმდა?”, – ლარისა თინიკაშვილი.
“ერთაწმინდის ქუჩას როდის ეშველება ათასჯერ გახეთქილ წყლის და კანილაზიის მილებს, რომ მოხვალთ და ვითომ შეაკეთებთ. რა გახდა მაგ ერთი პატარა ჩიხის გაყვანილობა და გზა”, – დარე რაზმაძე.
ინფორმაციისთვის, კასპის მუნიციპალიტეტის მერიას მიმდინარე წლის ბიუჯეტში გზების მოვლა-შენახვისთვის 100 000 ლარია აქვს გათვალისწინებული, ხოლო გზების კაპიტალურად შეკეთებისთვის 464 000 ლარი, რაც გულისხმობს არსებული დაზიანებული და ამორტიზირებული გზების კაპიტალური შეკეთება/რეაბილიტაციას, კერძოდ, პროექტების განხორციელებას, რომელიც ითვალისწინებს კასპსა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისთვის “რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან” გამოყოფილი თანხებით და ადგილობრივ ბიუჯეტით თანადაფინასებას.