ახალი ამბები

ხაშურელი მარიამ ქურდაძე FLEX-ის პროგრამის თვის მონაწილედ დასახელდა

ხაშურის #3 საჯარო სკოლის მოსწავლე, რომელიც ამერიკაში გაცვლითი პროგრამით იმყოფება, მთელი მსოფლიოდან ასობით ახალგაზრდას შორის, FLEX-ის პროგრამის თვის მონაწილედ დასახელდა.

მარიამ ქურდაძე შეარჩიეს მაღალი აკადემიური მოსწრების, მოხალისეობისა და საკუთარი ქვეყნის კულტურის განსაკუთრებული ენთუზიაზმით გაზიარების გამო.

“შეერთებულ შტატებში საქართველოს კულტურის პოპულარიზაცია ჩვენი გაცვლითი პროგრამების მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ როლში ქართველი მონაწილეები ყოველთვის ბრწყინავენ და ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში ათასობით ამერიკელს პირადად გააცნეს და შეაყვარეს საქართველო”, – წერს ამერიკის საელჩო საკუთარ განცხადებაში. 

დატოვეთ კომენტარი