ახალი ამბები

ქარელში დაზიანებული ურნების ახლით ჩანაცვლება დაიწყო

ქარელში დაზიანებული ურნების ახლით ჩანაცვლება დაიწყო. 

შესაბამის სამუშაოებს ქარელის მერიის კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს. მათი ინფორმაციით, ურნების შეცვლა მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოხდება. 

“სხვადასხვა ქუჩაზე შეიცვალა და დაიდგა ახალი ნაგვის ურნები, ასევე სოფლებშიც. სამუშაოები გრძელდება და ეტაპობრივად ყველგან გამოიცვლება ძველი ურნები. ყველამ ერთად ვიზრუნოთ სუფთა გარემოზე”, – გვითხრეს კეთილმოწყობის სამსახურში. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები