სტატიები

შიდა გზები თუ სასმელი წყალი – რისი გაკეთება სურთ რუისში 

შიდა გზები, სასმელი წყალი, კანალიზაცია, სკვერი და სხვა ინფრასტრუქტურა, – ეს ის საკითხებია, რომლის მოგვარებაზეც რუისელები საუბრობენ, თუმცა მოსახლეობის ნაწილი სოფლის მთავარ პრიორიტეტად სასმელი წყლისა და შიდა გზების პრობლემას მიიჩნევს. 

მოსაზრებები იმ გამოკითხვაშიც გამოთქვეს, რომელიც სოციალურ ქსელში ჩატარდა. 

გამოკითხული მოსახლეობის 26% –  შიდა გზების მოწესრიგება სურს, 21% -ს წყლის და კანალიზაციის სისტემის მოწყობა.

“კანალიზაცია და წყალი დიდი პრობლემაა, ამას უნდა მიეხედოს პირველ რიგში”. 

“სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებით უნდა დაიწყონ, მერე დანარჩენი”, – ამბობენ ადგილობრივები. 

აღნიშნული გამოკითხვა 5 თებერვალს ჩატარდა, სოფლის კრებიდან 3 დღის შემდეგ. სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტის შესარჩევად მოსახლეობასთან შეხვედრა 2 თებერვალს შედგა. ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოქმის თანახმად, კრებას 200 ადამიანი ესწრებოდა და ყველა მათგანმა პრიორიტეტულ პრობლემად შიდა გზების მოწესრიგება შეარჩია. 

“დისკუსიის დროს, ქალებმა განსაკუთრებულად დაუჭირეს მხარი შიდა გზების მოწესრიგებას”, – ვკითხულობთ ოქმში. 

კრების ოქმის მიხედვით, კრებაში მონაწილებოა 120-მა ქალმა და 80 -მა კაცმა მიიღო. 

ინფორმაციისთვის, რუისში შერჩეული პროექტის განსახორციელებლად სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში 20 000 ლარია გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს რუისში, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტად გარე განათების მოწყობა შეირჩა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.