ახალი ამბები

“დავეძებთ იზოლატორიდან იზოლატორში”, –  ახლობლები სამოქალაქო აქტივისტს ეძებენ

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ალექსი მერებაშვილი ამბობს, რომ გუშინდელი აქციის დროს დაკავებულთა შესახებ ინფორმაციას არც ოჯახის წევრები და არც უფლებადამცველები ფლობენ.

მისი თქმით, მათ ადგილსამყოფელს შსს-ს პრესცენტრშიც კი ვერ არკვევენ. 

“გუშინდელ აქციაზე უკანონოდ დააკავეს ადამიანები და გადაანაწილეს სხვადასხვა იზოლატორში. გრძლედება სამწუხაროდ, მანკიერი პრაქტიკა, რომელსაც იყენებს შსს. კერძოდ, არა გვაქვს ინფორმაცია, არც უფლებადამცველებს და არც მათ ოჯახის წევრებს სად იმყოფებიან ახლა ისინი, დავეძებთ იზოლატორიდან იზოლატორში. ჩვენ ვიცოდით, რომ ალექსადნრე მილორავა იმოფებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში, თუმცა ასეთი გვარისა და სახელის მქონე დაკავებული აქ არ ყავთ და გადაგვამისამართეს პრესცენტრთან, რომელიც ასევე არ გპასუხობს, თუ სად იმყოფება დაკავებული პირი”, – ამბობს ალექსი მერებაშვილი. 

დატოვეთ კომენტარი