ხაშურში, ძნელაძის ქუჩაზე მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაციის სამუშაოები იწყება, – ინფორმაციას ამის შესახებ ხაშურის მერია ავრცელებს.
მოქალაქეთა უმრავლესობა ქალაქის ერთი ნაწილიდან მეორეში გადაადგილებისთვის სწორედ ამ მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობს.
“სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ხაშურელი მოქალაქეებისთვის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება. თუმცა, რადგანაც ხშირია ამ ტერიტორიის ხელოვნურად დაზიანების ფაქტები, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ გადაწყვიტა ზედამხედველობა სათვალთვალო კამერების საშუალებით განახორციელოს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მერიის ცნობით, პროექტი უახლოეს დღეებში დაიწყება და ღირებულება 214 592 ლარია.
დატოვეთ კომენტარი